четверг, 12 марта 2015 г.

ტრენინგი IX

                                                                    ტრენინგი IX
     ტრენერმა გადაამოწმა პროექტების გეგმები,რის შემდეგაც მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის.
      ტრენერმა გაგვაცნო პრეზენტაციის წესები.
პირველი გამოსვლელი_ რუსული ენის პედაგოგი მანანა თიგიშვილი,რომლის პროექტის თემაა "ზედსართავი სახელი".
მეორე პრეზენტატორი_ გახლდათ ქიმიის პედაგოგი,თამთა ჯამარაული,რომლის პოექტის თემაა "ქიმიკოსის თვალით დანახული საკვები პროდუქტები".მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია საკვები პროდუქტების შესახებ და გავიგეთ როგორ ვიყოთ ჯანმრთელები.
მესამე პრეზენტატორი_თამარ სტურუა,მათემატიკის პედაგოგი.პროექტის თემა "სივრცითი ფიგურები რეალობაში".პროექტი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი გამოდგა ქალბატონი თამარის წყალობით.
მეოთხე გამომსვლელი_ნინო ზურაბაშვილი ,მუსიკის პედაგოგი.პროექტის თემა "ხალხური და პროფესიული მუსიკა"
მეხუთე

воскресенье, 1 марта 2015 г.

ტრენინგი VIII

                                                       ტრენინგი VIII
      დღევანდელი ტრენინგის ფარგლებში გავიმეორეთ და შევავსეთ ჩვენი ძველი მასალები.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და შევქმენით კითხვარი.ვისწავლეთ ბლოგზე ლინკებისა და გვერდების დამატება.ჩვენს ბლოგზე განვათავსეთ გზამკვლევების მისამართები,პროექტების პორტფოლიო,გაკვეთილების გეგმებისთვის  საქაღალდე და ინტერვიუს ფორმა.სახლში უნდა დავამატოთ ინტერვიუს შეკითხვები.საკმაოდ დატვირთული ტრენინგი იყო.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

ტრენინგი VI

                                                   ტრენინგი VI
     მეექვსე ტრენინგიც დასრულდა.დღეს ვეწვიეთ ტრენინგის მონაწილეების ბლოგებს და კომენტარები (უკუკავშირი) გავუკეთეთ მათ რეფლექსიებს.შემდეგ განვიხილეთ მეხუთე მოდულის მოსწავლეთა პროექტების შეფასება.ინდიკატორების მიხედვით გავიგეთ,როგორ დავწეროთ პროცედურები,რომელიც შემდეგი ტრენინგისთვის გვაქვს დავალებად.ახალი მასალა დაგვეხმარა,აღმოგვეჩინა შეცდომები წინა შესრულებულ დავალებებში და გაგვესწორებინა.

суббота, 21 февраля 2015 г.


წიგნი თუ კომპიუტერი?

ტრენინგი V

                                             ტრენინგი V
      ტრენინგის ფარგლებში დღეს გავეცანით,თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი რეფლექსია და რა დროს გამოვიყენოთ ის.კონკრეტული ინფორმაცია საინტერესოა არა მარტო ამ კნკრეტულ შემთხვევაში,არამედ განმავითარებელი შეფასების დროსაც.ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით,რაც ბავშვებში საკუთარი საავტორო უფლებებისა დაცვასაც შეუწყობს ხელს და სხვის პატივისცემასაც ისწავლიან.გავეცანით ახალ რეგულაციებს ამ თემასთან დაკავშირებით.
       ბოლოს მოვიძიეთ საჭირო ინფორმაცია და შევქმენით სლაიდ-შოუ პროექტის პრეზენტაციისთვის.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

ტრენინგი IV

                                                      ტრენინგი IV
     გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,თითოეულიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის სასარგებლო მეთოდები და ინსტრუმენტები.შევქმენით ცხრილი "ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე" და შევავსეთ.ცხრილი დამეხმარა კითხვების უკეთესად ორგანიზებაში,რომელიც დავამატე ჩემი პროექტის გეგმას.ძალიან სასარგებლო დღე იყო.