воскресенье, 22 февраля 2015 г.

ტრენინგი VI

                                                   ტრენინგი VI
     მეექვსე ტრენინგიც დასრულდა.დღეს ვეწვიეთ ტრენინგის მონაწილეების ბლოგებს და კომენტარები (უკუკავშირი) გავუკეთეთ მათ რეფლექსიებს.შემდეგ განვიხილეთ მეხუთე მოდულის მოსწავლეთა პროექტების შეფასება.ინდიკატორების მიხედვით გავიგეთ,როგორ დავწეროთ პროცედურები,რომელიც შემდეგი ტრენინგისთვის გვაქვს დავალებად.ახალი მასალა დაგვეხმარა,აღმოგვეჩინა შეცდომები წინა შესრულებულ დავალებებში და გაგვესწორებინა.

суббота, 21 февраля 2015 г.


წიგნი თუ კომპიუტერი?

ტრენინგი V

                                             ტრენინგი V
      ტრენინგის ფარგლებში დღეს გავეცანით,თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი რეფლექსია და რა დროს გამოვიყენოთ ის.კონკრეტული ინფორმაცია საინტერესოა არა მარტო ამ კნკრეტულ შემთხვევაში,არამედ განმავითარებელი შეფასების დროსაც.ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით,რაც ბავშვებში საკუთარი საავტორო უფლებებისა დაცვასაც შეუწყობს ხელს და სხვის პატივისცემასაც ისწავლიან.გავეცანით ახალ რეგულაციებს ამ თემასთან დაკავშირებით.
       ბოლოს მოვიძიეთ საჭირო ინფორმაცია და შევქმენით სლაიდ-შოუ პროექტის პრეზენტაციისთვის.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

ტრენინგი IV

                                                      ტრენინგი IV
     გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,თითოეულიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის სასარგებლო მეთოდები და ინსტრუმენტები.შევქმენით ცხრილი "ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე" და შევავსეთ.ცხრილი დამეხმარა კითხვების უკეთესად ორგანიზებაში,რომელიც დავამატე ჩემი პროექტის გეგმას.ძალიან სასარგებლო დღე იყო.

суббота, 14 февраля 2015 г.

ტრენინგი III

                                                              ტრენინგი III
   განვიხილეთ დავალებები,ბუკლეტები. ვისწავლეთ როგორ უნდა შევუსაბამოთ ერთმანეთს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ჩვენი პროექტის მიზნები და შედეგები.გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.გავიგეთ,რომ მიზნები და შედეგები უნდა შეესაბამებოდეს მაღალ სააზროვნო უნარებს.შემდეგ კონკრეტულად ჩვენი პროექტების თემას შევეხეთ.დავახარისხეთ შეკითხვები კატეგორიების მიხედვით:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.წავიკითხეთ რამდენიმე ვარიანტი და შევიმუშევეთ ჩვენი პროექტისთვის საინტერესო.ბოლოს კი ყველაფერი ერთად ავტვირთეთ drive-ზე.

воскресенье, 8 февраля 2015 г.

ტრენინგი II

                                                           ტრენინგი II
      დღეს მოვუსმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეებს,რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა იმ მხრივ,რომ უკეთესად გავიგე როგორ იწერება პროექტი და რას უნდა მიექცეს ყურადღება.დავეხმარეთ ერთმანეთს საუკეთესო  სათაურების შერჩევაში.გარდა ამისა,გავეცანით ბუკლეტის ნიმუშს და შევქმენით ჩვენი პროექტისთვისაც.ბუკლეტი დააინტერესებს როგორც მოსწავლეებსა და მშობლებს,ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
      საშინაო დავალება:დავასრულოთ ბუკლეტის შექმნა.